გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით ქართველიშვილი: დაუფარავ და აგრესიულ ძალადობრივ ზეგავლენას ახდენენ ივანიშვილზე საკუთარ თანხებთან წვდომის შეზღუდვის სახით და ჩვენი ხელისუფლების მიერ სუვერენიტეტის დაცვის ნებისმიერი გამოვლინებისას

29-12-2022

 „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის გამოქვეყნებულ წერილს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „საკუთარი ევროპელი აგენტოკრატიული რეზიდენტურების მეშვეობით: ევროსტრუქტურებში, საბანკო სისტემებში, აშშ გვკარნახობს - გაუხსნით მეორე ფრონტს რუსეთს, ჩვენ აგვარჩევინებთ თქვენს მოსამართლეებს, ციხიდან გამოუშვებთ სააკაშვილს, დააბრუნებთ ჩვენს აგენტებს ხელისუფლებაში და თქვენი შანსები - NATO-ს ღია კარებთან დგომის გაგრძელებაზე თუ EU სტატუსის მინიჭებაზე ერთი ორად გაიზრდება.“

 

როგორც ქართველიშვილი წერს, არანაირ შანს არ უტოვებს მოქმედი ხელისუფლება ასევე საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამანგრეველ მილიტარისტულ ქარცეცხლში გახვევით დაინტერესებულ "გლობალური" თუ "ლოკალური ომების პარტიებს".

 

„ბიძინა ივანიშვილის მიმართ მიმდინარე "რეიდერული" და "განგსტერული" გამოუცხადებელი დასანქცირების პროცესი წარმოადგენს სიმპტომატური მოვლენების ერთობლიობას და მინი-მოდელს, რომელიც შემუშავებული აქვს აშშ-ს სპეცსამსახურებს თავის ამა თუ იმ "სავასალო" სივრცეში. და ამ ურთიერთობებში, საქართველომ არ უნდა იგრძნოს თავი ექსკლუზიურ სიმარტოვეში - მსგავსი მოდელი ამერიკელებს დიდი ხანია აპრობირებული აქვთ ევროკავშირის სივრცეშიც. ჩვენთან მიმართებით, ეს მოდელი ძალზე "მარტივად" ჟღერს. საკუთარი ევროპელი აგენტოკრატიული რეზიდენტურების მეშვეობით: ევროსტრუქტურებში, საბანკო სისტემებში, აშშ გვკარნახობს - ჩაატარებთ პრაიდებს, მოახდენთ პორნოგრაფიის ლეგალიზებას, გაუხსნით მეორე ფრონტს რუსეთს, ჩვენ აგვარჩევინებთ თქვენს მოსამართლეებს, ციხიდან გამოუშვებთ სააკაშვილს, დააბრუნებთ ჩვენს აგენტებს ხელისუფლებაში და თქვენი შანსები - NATO-ს ღია კარებთან დგომის გაგრძელებაზე თუ EU სტატუსის მინიჭებაზე ერთი ორად გაიზრდება. მსგავსი შანტაჟი ყოველწლიურად ხორციელდება პოლონეთის და უნგრეთის მიმართ, სასამართლო სისტემისა და "უმცირესობების" უფლებების საკანონმდებლო რეფორმების გატარების კუთხით, სადაც უნგრეთი უფრო ხისტად და ჯიუტად უმკლავდება ამ ზეწოლას.

 

მსგავსი შანტაჟის ქვეშ იმყოფება საქართველოც, სადაც აშშ-ს სპეცსამსახურები თავისი ევროპული რეზიდენტურების მეშვეობით, დაუფარავ და აგრესიულ ძალადობრივ ზეგავლენას ახდენენ ბიძინა ივანიშვილზე საკუთარ თანხებთან წვდომის შეზღუდვის სახით და ჩვენი ხელისუფლების მიერ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის ნებისმიერი გამოვლინებისას.

 

მიუღწეველი დარჩა აშშ-ს სპეცსამსახურებს საქართველოში იგივე კანონის მიღება, რომელიც 2021 წლის 29 ივნისს მიაღებინეს უკრაინის რადას, რაც საშუალებას აძლევს მათი სასამართლო კოლეგიის დაკომპლექტებაში გადამწყვეტი როლი საერთაშორისო აგენტოკრატებმა ითამაშონ. ხოლო აღნიშნული პროცესების მიმდინარეობაზე ზოგად კონტროლს ახორციელებს უკრაინაში ამერიკის საელჩოს კონკრეტული ჩინოვნიკი. არანაირ შანს არ უტოვებს მოქმედი ხელისუფლება ასევე საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამანგრეველ მილიტარისტულ ქარცეცხლში გახვევით დაინტერესებულ "გლობალური" თუ "ლოკალური ომების პარტიებს". იმ მასშტაბების გაანალიზებაც კი, რა გამოუცხადებელი ომის პირობებში უწევს საქართველოს საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვა, "სტრატეგიული პარტნიორების" ქურქში გახვეულ, გაცილებით ვერაგ და ძლიერ მოწინააღმდეგესთან ყოველდღიური მრავალფეროვანი ბრძოლის ველზე - რეალურად გძაფრავს. მაგრამ ზუსტად ამ მომენტში აფასებ იმქვეყნიურ და ამქვეყნიურ სიძლიერეს, რომელსაც განიჭებს ჩვენი უთვალავი ზეციური ლაშქარი და სამშობლოს მოყვარული მთავრობა და მხედრობა ჩვენი“- წერს ქართველიშვილი.