გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოთარ შამუგია: გასულ წელს რამდენიმე ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა და მათი საერთო ფართობი, 120 000 ჰექტრით განისაზღვრა

29-12-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ  დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებზეგადაცემის „ბიზნესპარტნიორი“ ეთერში ისაუბრა.


„მიმდინარე წელს, დაცული ტერიტორიების  მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით: შეიქმნა რამდენიმე ახალი დაცული ტერიტორია  და მათი ფართობი,დაახლოებით, 120 000 ჰექტრით განისაზღვრა. ქვეყნის ტერიტორიის, დაახლოებით, 13%დაცული ტერიტორიაა დაამ პროცესს ვაგრძელებთ.ვმუშაობთ გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის მიმართულებით. რათქმაუნდა,ტერიტორიებზე მნიშვნელოვანია შესაბამისი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა. წელსგაიხსნა წალკის კანიონი, რომელსაც,  უამრავი ტურისტი ეწვია. მომავალში  გვექნება ახალი ლოკაციები.


აქტიურად ვმუშაობთ, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა გვქონდეს, რათა რაც შეიძლება მეტი ვიზიტორი ეწვიოს ჩვენს დაცულ ტერიტორიებს. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ მიმართულებით  კარგი შედეგები გვაქვს. წელს უკვე გვყავდა 880 000-ზე მეტი ვიზიტორი, რაც გაცილებით მეტია წინა წელთან შედარებით. ვფიქრობ, რომ 2023 წელი,ამ კუთხით, კიდევ უფრო აქტიური გვექნება. ჩვენ, როგორც ბიუჯეტის სახსრებით, ასევე კერძო ინვესტიციების მოზიდვით, ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, რომ კიდევ უფრო მეტი საინტერესო ობიექტი გაჩნდეს ქვეყანაში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.