გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თამთა მეგრელიშვილი: არ მოტყუვდეთ! ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია დიდი ხანია გათავისუფლდა, სინამდვილეში ხელს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე გაწერინებენ!

29-12-2022

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისათვის ხელმოწერების შესაგროვებლად "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საგანგებოდ შერჩეული პარტიის აგიტატორები, მხარდამჭერები, საქართველოს მოქალაქეებს ატყუებენ, კერძოდ, მიდიან მოქალაქეებთან და ხელმოწერას საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟის ცოტნე გამსახურდიას გასათავისუფლებლად სთხოვენ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მეგრელიშვილის ინფორმაციით, ბევრი შეცდომაში უკვე შეიყვანეს რასაც ცხადყოფს აგიტატორების ხელში უამრავი ხელმოწერილი ფურცელი.

 

„მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისათვის ხელმოწერების შესაგროვებლად "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საგანგებოდ შერჩეული პარტიის აგიტატორები, მხარდამჭერები, საქართველოს მოქალაქეებს ატყუებენ - კერძოდ, მიდიან მოქალაქეებთან და ხელმოწერას საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟის ცოტნე გამსახურდიას გასათავისუფლებლად სთხოვენ. ბევრი შეცდომაში უკვე შეიყვანეს რასაც ცხადყოფს აგიტატორების ხელში უამრავი ხელმოწერილი ფურცელი. არ მოტყუვდეთ! საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია დიდი ხანია გათავისუფლდა. სინამდვილეში თქვენ ხელს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე გაწერინებენ!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.