9-07-2018
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის რუსუდან გიორგაძის მეუღლემ, გასულ წელს, უძრავი ქონების შესაძენად 180 000 დოლარი დახარჯა. მან, წინა წელს, თბილისში, ბაზალეთის ქუჩაზე მდებარე ბინა (157 კვ.მ) 160 000 დოლარად შეიძინა. ასევე, მან თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხი (50კვ.მ) 20 000 დოლარად შეიძინა.
დეკლარაციის მიხედვით, თვითონ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რუსუდან გიორგაძე საცხოვრებელ სახლს, მიწის ორ ნაკვეთსა და გორის მუნიციპალიტეტში მდებარე საზაფხულო ბანაკის 50%-ს ფლობს.
დეპუტატს ხარაგაულში, სოფელ სარგვეში მდებარე საცხოვრებელი სახლი (140 კვ.მ) 2008 წელს აჩუქეს. რაც შეეხება მიწის ნაკვეთებს, ერთ-ერთი ხარაგაულის რაიონის ამავე სოფელში მდებარეობს. მის შესაძენად 2014 წელს 471 ლარი გადაიხადა, ფართობი კი 159 კვ. მეტრია.
დეკლარაციის მიხედვით, მიწის მეორე ნაკვეთი, რომელიც რუსუდან გიორგაძის მფლობელობაშია კასპში, სოფელ გომიჯვარში მდებარეობს. მის შესაძენად მან 2009 წელს 500 ლარი გადაიხადა. აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფართობი 1 450 კვ. მეტრია.