გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ზომიერებით, გონიერებით, მშვიდად და სტაბილურად გავიარეთ ეს წელი და იმედით ვეგებებით ახალი 2023 წლის შემობრძანებას

1-01-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს.


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველომ ზომიერებით, გონიერებით, მშვიდად და სტაბილურად გაიარა 2022 წელი და მოქალაქეები იმედით ეგებებიან 2023 წლის შემობრძანებას.


პრემიერ-მინისტრი მადლიერებას გამოხატავს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მთელი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად, მუხლჩაუხრელად, უანგაროდ, საკუთარი პროფესიონალიზმითა და გულწრფელი სიყვარულით ემსახურა ქვეყანასა და მის ინტერესებს, ჩვენი ხალხის კეთილდღეობას.


"ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, კიდევ ერთ წელს ვაცილებთ ერთად, რომელიც მარტივი არ ყოფილა და ბევრი ტკივილით, სირთულითა და რისკებით დაგვამახსოვრა თავი, მაგრამ ასევე გვქონდა ბევრი წარმატება და პროგრესი ყველა მიმართულებით. ჩვენ ერთად, ზომიერებითა და გონიერებით, რაც მთავარია, მშვიდად და სტაბილურად გავიარეთ ეს წელი და იმედით ვეგებებით ახალი 2023 წლის შემობრძანებას. წელს საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შევიტანეთ და ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ერთიანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი აუცილებლად გახდება! ტრადიციულად მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მთელი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად, მუხლჩაუხრელად, უანგაროდ, საკუთარი პროფესიონალიზმითა და გულწრფელი სიყვარულით ემსახურა ქვეყანასა და მის ინტერესებს, ჩვენი ხალხის კეთილდღეობას. ვულოცავ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის, თავისუფლებისათვის მებრძოლ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ჩვენს გმირ პოლიციელებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, ჩვენს ოფიცრებს, მეხანძრე-მაშველებს. გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, სამედიცინო პერსონალს, ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენს საამაყო სპორტსმენებს, საჯარო მოხელეებს - თქვენი ერთგულებითა და თქვენი შრომის შედეგით ამაყობს ჩვენი ქვეყანა. ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს, ჩვენს ძვირფას უფროს თაობას და ჩვენს მომავალ თაობას - ახალგაზრდებსა და ბავშვებს. განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს დიასპორას, რომლებიც არ წყდებიან ქართულ ფესვებს. ასევე, ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ ჩვენს უკრაინელ დებსა და ძმებს, ბავშვებს. ომის მალე დასრულებას და თავიანთ სამშობლოში მშვიდობიან დაბრუნებას ვუსურვებ მათ. ვულოცავ ჩვენი დიდი ეთნიკური, კულტურული თუ რელიგიური მრავალფეროვნების თითოეულ წევრს, ვისაც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის წინსვლაში. გასული წელი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი აღმოჩნდა გეოპოლიტიკური რისკების თვალსაზრისით",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.