გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ოთარ შამუგიამ სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებს შობა-ახალი წელი მიულოცა

1-01-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ახალი წლის ღამეს ასრულებენ,  შობა-ახალი წელი მიულოცა.


„შობა-ახალ წელს ვულოცავ სრულიად საქართველოს. მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ვუსურვებ თითოეულ ოჯახს. 2023 წელი იქნება კიდევ უფრო დიდი მიღწევების და წარმატებების წელი, ჩვენ ამას ყველანი ერთად აუცილებლად შევძლებთ. მინდა მივულოცო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, მადლობა გადავუხადო მათ გაწეული საქმიანობისთვის და რა თქმა უნდა, ვუსურვო ბევრ წარმატება და წინსვლა  2023 წელს“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროს ლევან ჯღარკავასთან და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროს თამარ ფიცხელაურთან ერთად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს და გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზების და ტელეკომუნიკაციის სამმართველოს თანამშრომლებს,მათ სამუშაო გარემოში ესტუმრა, ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ტკბილეული გადასცა.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების გამოვლენის, აღმოფხვრისა და ასევე პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ, 24-საათიან პატრულირებას ახორციელებენ. ასევე მყისიერ რეაგირებას ახდენენ სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შესულ შეტყობინებებზე.


გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზების და ტელეკომუნიკაციის სამმართველოს თანამშრომლები უზრუნველყოფენ  მიმდინარე ამინდის პროგნოზის უწყვეტ,24 საათიან რეჟიმში მომზადება-გავრცელებას, დამუშავებული მონაცემების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებას და საპროგნოზო ინფორმაციის შესაბამისი უწყებებისთვის დროულ მიწოდებას.