გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თენგო გოგოტიშვილი პატრიარქზე: მრევლს რატომ ატყუებთ, რომ ეს კაცი მართავს ვინმეს და რამეს? ვერ დადის, ვერ სწევს თავს, ვერ ლაპარაკობს

2-01-2023

,,ახლა შემხვდა ილია მეორის საახალწლო მიმართვა. მართლა დამეწვა გული. ვისაც გულით გიყვართ, ამას რატომ უკეთებთ კაცს?” - ასე ეხმიანება ტელეკომპანია ,,მთავარის” ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი ილია მეორის საახალწლო მიმართვას.

 

მისი აზრით, უწმინდესი ვერ დადის, ვერ საუბრობს და მანიპულაციის მსხვერპლია. ამიტომ, პენსიაზე უნდა გაუშვან და მისი სახელით ეკლესიისთვის ყველანაირი ,,მყრალი”გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდონ.

 

,,ახლა შემხვდა ილია მეორის საახალწლო მიმართვა. მართლა დამეწვა გული. ვისაც გულით გიყვართ, ამას რატომ უკეთებთ კაცს? ან მრევლს რატომ ატყუებთ, რომ ეს კაცი მართავს ვინმეს და რამეს? ან თუნდაც იღებს გადაწყვეტილებას თევზით ხსნილობის შესახებ. ვერ დადის, ვერ სწევს თავს, ვერ ლაპარაკობს - მანიპულაციის მსხვერპლია ჩვეულებრივი!

 

გიზით ტახტზე და მისი სახელით წყვეტთ ყველანაირ სიმყრალეს ეკლესიისთვის. გაუშვით პენსიაზე, დაასვენეთ და გეყოთ სინდისი, თქვენი სახელითა და ავტორიტეტით მართოთ ეკლესია. თუკი გაქვთ რამე სახელი და სინდისი ზაგორსკისა და ტიხონის უნივერსიტეტის აქეთ, ქრისტეს ფეხის მკვნეტელებო, პედოფილებო, მემრუშეებო და ლექსოს მკვლელებო!” - წერს გოგოტიშვილი.