გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გორში კორპუსის ეზოში ქუჩურ გარჩევას პოლიციამ ხმაურის კვალიფიკაცია მისცა

10-07-2018

გორში, ჭალის დასახლებაში,  საბავშვო ბაღის წინ, 20-მდე მოზარდი ერთ-ერთ ახალგაზრდას დაუპირისპირდა. ჩხუბის ხმაზე მოსახლეობამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

შემთხვევა 5 ივლისს, დილის 4 საათზე მოხდა. საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა ქუჩური გარჩევის მონაწილეები ერთმანეთს დააშორა. თვითმხილველების თქმით, რამდენიმე მოზარდი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა მანქანით წაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.

,,შეტყობინება პოლიციამ მიიღო ხმაურის ფაქტზე. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს სერიოზული არაფერი დახვდათ" - აცხადებენ შს სამინისტროში. მოზარდები სავარაუდოდ მე-8-9 კლასელები იყვნენ.

"შიდა ქართლი"