10-07-2018
2018 წლის 2 ივლისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მცხეთიჯვარში, კომპანია ,,ბილდ ინდუსტრიმ” ბეტონის გზის მშენებლობა, ნაცვლად 60 დღისა, 183 დღის შემდეგ დაასრულა. დასრულების დღეს, ადგილობრივი მცხოვრების მანქანა ცხაურში ჩავარდა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მოსახლეობის განცხადებით, ცხაურები (სანიაღვრე არხზე დამონტაჟებული რკინის ბადეები) მთიან სოფელში მოძრავ მანქანებს ვერ უძლებს. მით უმეტეს, შემოდგომიდან ტყეებში სატვირთო მანქანები დაიწყებს მოძრაობას.
მათი თქმით, ბეტონის გზის გაკეთება მთიან სოფელში დაუშვებელია, რადგან ნალექების დროს, მანქანების მოცურების საშიშროებაა, განსაკუთრებით ზამთარში. ამას ისიც ემატება, რომ გზის გასწვრივ გაკეთებული სანიაზღვრე არხები თავღიაა.
,,აქ ნახე რა იქნება ზამთარში. დაცურდება მანქანები ფერდობიდან და ზოგი რომელ არხში ჩავარდება, ზოგი -სად” – ამბობენ მცხეთიჯვრელები.
კასპის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი სერგო ლალიაშვილი აცხადებს, რომ მთიან სოფელში ბეტონის გზის გაკეთება აპრობირებული მეთოდია.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ,,ბილდ ინდასტრიმ’ მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და 2 მარტს უნდა დაესრულებინა. მას შემდეგ, გზის მშენებლობის დასრულების საკითხმა 5-ჯერ გადაიწია.