ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ვინ სცემა ვანო მერაბიშვილს აფთიაქში ბედობა დღეს

4-01-2023

"რუსთავი2-ის" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ორ იანვარს, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში ფიზიკურად გაუსწორდნენ.


ყოფილ მინისტრს მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძემ, გიგიშა შარაშიძემ სცემა. "რუსთავი 2" დაუკავშირდა შარაშიძეს, რომელიც მომხდარს ადასტურებს და აცხადებს, რომ დეტალურ ინფორმაციას გამოძიებას მიაწვდის.


"დაპირისპირება მოხდა ჩემს და ვანო მერაბიშვილს შორის აფთიაქში. დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, რადგან პირველივე წამებიდან გაიქცა ვანო მერაბიშვილი. იქიდან გამომდინარე რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მე ჩავთვალე თავი ვალდებულად. არც გამოძიებას ვემალები და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. თუ საჭირო გახდა, დანარჩენზე პასუხს გავცემ სამართალდამცველ ორგანოებს. დანარჩენი, თუ ცოტა მაინც ვაჟკაცობა შერჩენია, თვითონ თქვას," - განაცხადა გიგიშა შარაშიძემ და დაადასტურა, რომ ყოფილ მინისტრს ფიზიკურად შეეხო.