გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს

6-01-2023

დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს. ყველას, ვინც მაცხოვრის შობისა და ნათლისღების დღესასწაულს განსაკუთრებული სიხარულითა და უდიდესი ზეიმით აღნიშნავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს.


როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ქართველ და სომეხ ხალხებს შორის არსებულმა ურთიერთპატივისცემამ და სიყვარულმა განაპირობა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლობა.


„დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს. ყველას, ვინც მაცხოვრის შობისა და ნათლისღების დღესასწაულს განსაკუთრებული სიხარულითა და უდიდესი ზეიმით აღნიშნავს. ჩვენს ხალხებს შორის არსებულმა ურთიერთპატივისცემამ და სიყვარულმა განაპირობა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლობა. მოხარული ვარ, რომ ეს ურთიერთობა სულ უფრო ღრმავდება. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას", - აღნიშნავს პრემიერი.