გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას თქვენ და თქვენს ოჯახებს

7-01-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მაცხოვრის შობა ახალი ერის დასაწყისად და იმედისა და სიხარულის დღესასწაულად მიიჩნევა.


"ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო!


იესო ქრისტეს შობამ მთელი კაცობრიობისათვის გარდამტეხი როლი შეასრულა და სიკეთის, მიმტევებლობის, შემწყნარებლობის, კაცთა შორის სათნოების დამკვიდრებისა და სიყვარულის ნიმუშად იქცა. ამიტომაც მიიჩნევა მაცხოვრის შობა ახალი ერის დასაწყისად და იმედისა და სიხარულის დღესასწაულად.


კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას თქვენ და თქვენს ოჯახებს",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.