გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ეკა სეფაშვილი: უკრაინის მიერ 2008 წელს გადმოცემული „ბუკები“ ნაჩუქარი არ იყო, მათში საქართველოს თანხა აქვს გადახდილი - იარაღის გადაცემა კი ომში პირდაპირ ჩართვას ნიშნავს და კასიანოვს ვურჩევ, თუ მსგავსი წესები არ იცის, კარგად გაეცნოს

9-01-2023

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი, ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას გამოეხმაურა. 


„კასიანოვის მიერ ნახსენებ სამხედრო აღჭურვილობაში, ე.წ. ბუკებში, რომელიც უკრაინამ საქართველოს 2008 წელს გადმოსცა, თავის დროზე, საქართველოს შესაბამისი თანხა აქვს გადახდილი. ეს არ იყო ნაჩუქარი.


 რაც შეეხება უკრაინისთვისი არაღის გადაცემას და სხვა ტიპის სამხედრო დახმარებას, ეს ნიშნავს საქართველოს ომში პირდაპირ ჩართვას. ანდრეი კასიანოვს ვურჩევ, თუ მსგავსი წესები არ იცის, კარგად გაეცნოს და შემდეგ მოსთხოვოს საქართველოს ამ ომში ჩართვა“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა. 


კასიანოვის თქმით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნება სთხოვა.