გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის კვლევისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის თაობაზე, ფინანსთა სამინისტრო მსოფლიო ბანკს მიმართავს

9-01-2023

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტრო მსოფლიო ბანკს „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის" ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელების მიზნით, 75 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების მოზიდვასთან დაკავშირებით მიმართავს.


მისი თქმით, ბანკთან წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია, როგორც თანხის ოდენობაზე, ასევე, კონკრეტულ მიმართულებებზე.


„როგორც ცნობილია, საქართველოს ინიციატივით მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ დაკავშირებას გულისხმობს მაღალი ძაბვის შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის საშუალებით. კონკრეტულად, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზი ერთმანეთთან დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთის ელექტროსისტემებს, რომელიც ჩართულია ერთიან ევროპულ ქსელში. აღსანიშნავია, რომ წელს უნდა დასრულდეს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომლისთვისაც უკვე გამოყოფილია 2.5 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება. ამ ეტაპზე, დღის წესრიგში დადგა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის განსახორციელებლად დეტალური კვლევის ჩატარება, შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური შესწავლის მიზნით. 75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით დაფინანსება გამოიყოფა სამი მიმართულებით. ეს არის შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური შესწავლა, რომელიც დაჯდება, დაახლოებით, 20 მლნ აშშ დოლარი და დაიხარჯება საქართველოს მიერ. ასევე, 50 მლნ აშშ დოლარი გამოიყოფა სახმელეთო გადამცემი ხაზის გაძლიერებისთვის, რომელიც უკვე საქართველოს ტერიტორიაზე უშუალოდ გულისხმობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, გადამცემი ხაზების გაძლიერებას, რათა სრულყოფილად მოხდეს აღნიშნული პროექტის რეალიზაცია საქართველოს მხრიდან. ასევე, 5 მლნ ევრო გამოიყოფა საკონსულტაციო მიმართულებით, როგორც სამართლებრივ, ისე ფინანსურ საკითხებში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.