გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

რატი იონათამიშვილი: „ბუკის“ სისტემები 2008 წელს საქართველომ შეიძინა უკრაინისგან, ამაში ფულია გადახდილი და, ცხადია, არავისგან არაფერი დასამადლებელი არ გვჭირს

9-01-2023

ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ რუსეთის მიერ წარმოებულ ამ ომში საქართველო უკრაინას შეიარაღებულ მხარდაჭერას არ აღმოუჩენს, ეს იქნებოდა პირდაპირი საფრთხე მეორე ფრონტის გახსნის, რაც დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.


იონათამიშვილი გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა.


როგორც იონათამიშვილი აცხადებს, „ბუკის“ სისტემები 2008 წელს საქართველომ უკრაინისგან შეიძინა.


„საქართველო ახორციელებს ყველანაირ ჰუმანიტარულ დახმარებას, ვაგზავნით ტვირთს, გენერატორებს. ამ მხრივ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ მხარედ საქართველო ამ ომში არ დაფიქსირდება. რაც შეეხება მეორე ნაწილს, 2008 წელს „ბუკი“ საქართველომ შეიძინა უკრაინისგან, ამაში ფულია გადახდილი და, ცხადია, ჩვენ არავისგან არაფერი დასამადლებელი არ გვჭირს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.