გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვატო შაქარიშვილი: უკრების საელჩოს კარის კაცი რა ტონით ელაპარაკება ჩვენ ქვეყანას, თავს რამდენის უფლებას აძლევს?!

9-01-2023

„ეს უკრების საელჩოს კარის კაცი რა ტონით ელაპარაკება ჩვენ ქვეყანას, თავს რამდენის უფლებას აძლევს?! მეორე ფრონტის საკითხი სპეკულაციააო და საკუთარი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების პირდაპირი მოწოდებები ჩვენ შევახსენოთ?!“- ამის შესახებ მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი წერს.

 

შაქარიშვილი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატიას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა.

 

როგორც შაქარიშვილმა აღნიშნა, 2008 წელს გადმოცემული, ნაყიდი თუ გზაში დაკარგული იარაღის საკითხი თავიანთ მოკავშირე, დავით კეზერაშვილთან გაარკვიონ.

 

„ეს უკრების საელჩოს კარის კაცი რა ტონით ელაპარაკება ჩვენ ქვეყანას, თავს რამდენის უფლებას აძლევს?! მეორე ფრონტის საკითხი სპეკულაციააო და საკუთარი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების პირდაპირი მოწოდებები ჩვენ შევახსენოთ?! P.S. 2008 წელს გადმოცემული, ნაყიდი თუ გზაში დაკარგული იარაღის საკითხი თავიანთ მოკავშირე, დავით კეზერაშვილთან გაარკვიონ, უნდათ ფულად მოთხოვონ უკან და უნდათ ნატურით!“- წერს შაქარიშვილი Facebook-ზე.