გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გურამ მაჭარაშვილი: მისცენ ის ახალი ჯაველინები პირდაპირ, საქართველოს ჩამატება ამ სქემაში რა მიზანს ემსახურება სხვას?? ძველი ჯაველინები უკეთესად ისვრიან ახლებზე?? თუ ჩვენთვის ახლები ემეტებათ და უკრაინისთვის - არა?!

9-01-2023

,,დღეს მთელი დღეა ნაცების ტელევიზიები გვაწვებიან, რატომ არ ვაძლევთ უკრაინელებს ნაჩუქარ “ბუკებს” და ჯაველინებს, რომლებსაც თურმე ამერიკელები ახლებით ჩაგვინაცვლებენ,” - ასე ეხმიანება ,,ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი ანდრეი კასიანოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას სარაკეტო კომპლექსების გადაცემასთან დაკავშირებით.

 

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, ბუკები უკრაინელებმა ომამდე მიჰყიდა საქართველოს. მისი თქმით ტყუილი და ომში ჩათრევის მორიგი უსუსური მცდელობაა ის, რაც დღეს კასიანოვმა დაიწყო და ნაცების მედიამ გაახმოვანა!

 

,,დღეს მთელი დღეა ნაცების ტელევიზიები გვაწვებიან, რატომ არ ვაძლევთ უკრაინელებს ნაჩუქარ “ბუკებს” და ჯაველინებს, რომლებსაც თურმე ამერიკელები ახლებით ჩაგვინაცვლებენ… და ჩანაცვლება რა საჭიროა, თუ პირდაპირი მიზანი არ არის საქართველო ომში მხარედ წარმოჩინდეს და აქ მეორე ფრონტი გაიხსნას?! პირდაპირ ვერ და არ აძლევენ?? მისცენ ის ახალი ჯაველინები პირდაპირ, საქართველოს ჩამატება ამ სქემაში რა მიზანს ემსახურება სხვას?? ძველი ჯაველინები უკეთესად ისვრიან ახლებზე?? თუ ჩვენთვის ახლები ემეტებათ და უკრაინისთვის - არა?! და მეორე: არავის არაფერი უჩუქებია, მით უმეტეს ომის დროს არ გადმოუცია! ბუკები ომამდე მოგვყიდეს და საკმაოდ ძვირად! ომის დროს ერთი ცალის გადმოცემის მცდელობაც კი არ ყოფილა! ტყუილი და ომში ჩათრევის მორიგი, ბოროტი და უსუსური მცდელობაა ის, რაც დღეს კასიანოვმა დაიწყო და ნაცების მედიამ გაახმოვანა!

 p.S. იმედია თავდაცვის სამინისტროც გასცემს პასუხს ამ უმსგავსობას და ქართველების საზარბაზნე ხორცად გამოყენების შემოვლით მცდელობას,” - წერს მაჭარაშვილი.