გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზაზა შათირიშვილი: „ფოქს ნიუსის“ სიუჟეტი მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ არაფორმალური მმართველობა ამერიკის მთავარ პრობლემად არის ქცეული, რაც საქართველოს და ანალოგიურ ვითარებაში მყოფ სხვა ქვეყნებს სერიოზულ რისკებს უქმნის

10-01-2023

გუშინ გამოვაქვეყნე წერილი ამერიკული არაფორმალური მმართველობის შესახებ და გუშინვე წავაწყდი ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ტელევიზიის - „ფოქს ნიუსის“ ვრცელ სიუჟეტს ამავე თემაზე. სიუჟეტი ეხებოდა ამერიკის ყველაზე პოპულარული პრეზიდენტის, ჯონ კენედის იდუმალებით მოცულ მკვლელობას, რომელიც დღემდე გაუხსნელია, - ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მორიგ წერილშია აღნიშნული.


„კენედის საქმის მაგალითზე, „ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტი ასკვნის, რომ ამერიკას მართავენ ძალები, რომლებიც დემოკრატიული კონტროლის მიღმა მოქმედებენ. ეს ძალები, სინამდვილეში, ბევრად უფრო ფართო ძალაუფლებას ფლობენ, ვიდრე ისინი, რომლებიც ფორმალურად მათ კონტროლზე არიან პასუხისმგებელი. ისინი ახდენენ გავლენას არჩევნების შედეგებზე და ქმნიან მთავრობას მთავრობაში, რასაც ჟურნალისტი დემოკრატიის იდეის დაცინვას უწოდებს.


„ფოქს ნიუსის“ სიუჟეტი მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ არაფორმალური მმართველობა ამერიკის მთავარ პრობლემად არის ქცეული, რაც საქართველოს და ანალოგიურ ვითარებაში მყოფ სხვა ქვეყნებს სერიოზულ რისკებს უქმნის“, - წერს შათირიშვილი.