გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნინო თანდილაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს

10-01-2023

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების წარდგინებით,  კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს.


კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მიერ 2014 წელს დაარსდა. განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილებით წარმოქმნილ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, კლიმატის მწვანე ფონდში ფინანსების უპრეცედენტოდ მასშტაბური აკუმულირება ხდება.


საქართველო მჭიდროდ და ნაყოფიერად თანამშრომლობს GCF-თან. დღეისთვის, ჩვენს ქვეყანაში, აღნიშნული ორგანიზაციის მხარდაჭერით, რამდენიმე დიდი პროექტი მიმდინარეობს.


ფონდის მმართველ საბჭოში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილის არჩევა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო გააღრმავოს ურთიერთობა აღნიშნულ ორგანიზაციასთან, ხელმისაწვდომი გახდეს კლიმატგონივრული ტექნოლოგიები და გაიზარდოს მწვანე დაფინანსება.