10-07-2018
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია კახეთის მხარეში ყვარლის მუნიციპალიტეტის მერ, როსტომ სესიაშვილთან, მაჟორიტარ პარლამენტის დეპუტატ გურამ მაჭარაშვილან და საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით ქევხიშვილთან ერთად ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებს ესტუმრა და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
სოფელ ზინობიაში გაეცნო გზის მოხრეშვითი სამუშაოების მიმდინარეობას, სადაც გზის რეაბილიტაციის შემდეგ, სოფლის მოსახლეობა უპრობლემოდ და კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს. ასევე, გაეცნო და დაათვალიერა სოფელ ბალღოჯიანთან მისასვლელი ცენტრალური გზის მოასფალტების მიმდინარე სამუშაოები.
„მე ვაგრძელებ ჩვენს რეგიონებში, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს, მათთან საუბარს და ურთიერთობას. ეს რეგიონებთან მიმართებით პოლიტიკის განსაზღვრისას საუკეთესო გზაა პრიორიტეტების სწორად ჩამოყალიბებისთვის. მეორე მხრივ, მოსახლეობისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ხელისუფლება მათთვის უფრო ხელმისაწვდომი ვართ და მათი საჭიროებების შესახებ ხმა ასე უფრო ძლიერად ისმის" -განაცხადა ზაზა გაბუნიამ.