კვირა, ივნისი 01, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ვის წარადგენს ხვალ ბახტაძე მინისტრების თანამდებობებზე-სავარაუდო სია ცნობილია

10-07-2018

ახალი სამთავრობო კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობა ცნობილია.  განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი იქნება.  ეკონომიკის სამინისტროს გიორგი ქობალია ჩაიბარებს, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე  რამდენიმე კანდიდატი განიხილება, ხოლო იუსტიციის მინისტრად თეა წულუკიანი რჩება.  ყველა სხვა მინისტრი დროებითი მთავრობის შემადგენლობიდან თანამდებობას ინარჩუნებს.

აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის შეფასებით, მიხეილ ბატიაშვილი პროფესიონალი  და წარმატებული პიროვნებაა.

„მიხეილ ბატიაშვილს ვიცნობ როგორც ძალიან საინტერესო პროფესიონალს, ეს არის ადამიანი, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების კუთხით არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტის ლექტორი. თუკი მისი დადებითი შეფასება  ინტერესთა კონფლიქტში არ ჩამეთვლება,  პირადად მე ვმუშაობ კვლევაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი მიხეილი. პიროვნულად და პროფესიონალური კუთხით დადებითად შემიძლია შევაფასო, თუმცა კანდიდატთან დაკავშირებულ განხილვებს ვერ დაგიდასტურებთ-განაცხადა მარიამ ჯაშმა.