გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტებისთვის ბიოუსაფრთხოებისა და ლაბორატორიის დეპარტამენტების საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები გაიმართა

12-01-2023

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტებისთვის ბიოუსაფრთხოებისა და ლაბორატორიის დეპარტამენტების საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები გაიმართა.


სტუდენტები ლაბორატორიის დეპარტამენტების სამუშაო პროცესსაც გაეცნენ და საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.


სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნის პარალელურად, საფუძვლიანი პრაქტიკული სასწავლო კურსი გაიარონ, რითაც პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებას უწყობს ხელს.


ლაბორატორიაში, პერსონალისა და ვიზიტორების უსაფრთხოებისათვის, ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის მკაცრი მონიტორინგი მიმდინარეობს.