გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ცრუ ლიბერალური ღირებულებები დიდი საპნის ბუშტია, რომელიც დროსთან ერთად სკდება - სარეკლამო კომპანია „პანდა“ ვიდეომიმართვას ავრცელებს

12-01-2023

სარეკლამო კომპანია „პანდა“ სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

 

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, დგება მომენტი, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებამ რადიკალიზმის მეორე ფრთის - ცრუ კონსერვატორების ფორმირება არ უნდა დაუშვას და აუცილებელია, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჯანსაღი ძალების აქტიურად ჩართვა.

 

„ჩვენს ქვეყანაში ცრუ ლიბერალური დღის წესრიგი სულს ღაფავს. ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც ულტრა ლიბერალური ჯგუფების სიმახინჯეზე აქტიურად დავიწყეთ საუბარი. რაც შეეხება ცრუ ლიბერალების დაჯგუფებას, რომელიც ყოველდღიურად ხელს უშლის და დასცინის ტრადიციულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანებს. ისინი ბნელებს უწოდებენ ყველას, ვისაც მათგან განსხვავებული აზრი აქვთ. დღეს სამყაროში აბსოლუტურად სხვა რეალობა დადგა. ადამიანების დიდი ნაწილი მიხვდა, რომ ცრუ ლიბერალური ღირებულებები ერთი დიდი საპნის ბუშტია, რომელიც დროსთან ერთად სკდება.

 

კიბერ ბულერები, რომლებსაც სხვისი კრიტიკა ცხოვრების წესად აქვთ ქცეული, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ილუზიაში აცხოვრეს. თავისუფლების სახელით მებრძოლი თანამედროვე ელიტები:

 

ფაშისტებად გადაიქცნენ და უმრავლესობის აზრს არაფრად აგდებენ;

 

მხარში უდგანან და არეკლამებენ ბურჟუაზიულ ბიზნეს სექტორს; იმ ბიზნეს სექტორს, რომელიც ადამიანების შრომას კაპიკებად აფასებს;

ბანკებს, კაზინოებსა და მსგავს მძარცველ ორგანიზაციებს საზოგადოებაში პოზიტიურად წარმოაჩენენ. საბედნიეროდ, ყოველდღე იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც აღარ სურთ ამ ფანატიკური ღირებულებებით ცხოვრება. საბედნიეროდ, მახინჯი რეალობა იცვლება! თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია, ერთი სიბინძურის ჩამორეცხვით მეორე სიბინძურე არ მივიღოთ. დგება მომენტი, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებამ რადიკალიზმის მეორე ფრთის - ცრუ კონსერვატორების ფორმირება არ უნდა დაუშვას. თუ გვინდა, რომ ეს ფანატიკური წრედი გავარღვიოთ, აუცილებელია, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჯანსაღი ძალების აქტიურად ჩართვა. ცრუ კონსერვატიზმიც ზუსტად ისეთივე საფრთხეა ჩვენი ქვეყნისათვის, როგორიც - ცრუ ლიბერალიზმი“- აღნიშნულია „პანდას“ მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.

 

ვიდეო