გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რატი იონათამიშვილი „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: ომის პარტიას შიდა ბრძოლაც ასეთი ბინძური მეთოდებით რომ შეეძლო, შეიძლება ბევრს არ ეგონა

12-01-2023

რატი იონათამიშვილი „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც სავარაუდოდ გიული ალასანია ფიგურირებს. შესაბამისი პოსტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.


„ტერიტორიები რატომ გადასცეს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე ხელი რატომ მოუწერეს; სტრატეგიული ობიექტები, ომის შემდეგ, რატომ გადასცეს; მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე მხარი რატომ დაუჭირეს რუსებს?


იხილეთ საპასუხო ჩანაწერი მელიას გინებაზე.მონაწილეობენ გიული ალასანია და დაუდგენელი პირი (ან პირები). ომის პარტიას შიდა ბრძოლაც ასეთი ბინძური მეთოდებით რომ შეეძლო, ეგ, შეიძლება, ბევრს არ ეგონა“, - წერს იონათამიშვილი.


აუდიომასალა, რომელიც, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდეა ჩაწერილი, „რუსთავი2-ს“ წყარომ მიაწოდა. ჯერჯერობით ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.