გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სოზარ სუბარი აუდიოჩანაწერზე: თქვეს, ჩაწერეს, შეინახეს და 2 წლის შემდეგ გამოაგდეს - ახლა დადგა გახარიას მხილების დროო - შეთქმულების თეორიაც ამას ჰქვია

13-01-2023

მოძრაობა „ხალხის ძალის” ლიდერი, სოზარ სუბარი, პარტიის „საქართველოსთვის" ერთ-ერთი წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

„ე.ი. რა გამოდის: დაახლოებით 2 წლის წინ გიული ალასანიამ „ქართული ოცნების“ შეკვეთით თქვა, რომ მისი შვილი - მიხეილ სააკაშვილი - რუსეთის აგენტია, „ნაციონალური მოძრაობა“ - პარაზიტების პარტია, ხოლო ნოდარ მელაძე - „ეფესბეს“ აგენტი და გამხმოვანებელი.


და ეს ყველაფერი იმისთვის დასჭირდათ, რომ, სხვათა შორის, მიეყოლებინათ - გიორგი გახარიაც რუსეთის აგენტია, ოღონდ უპერსპექტივოო.


თქვეს, ჩაწერეს, შეინახეს და 2 წლის შემდეგ გამოაგდეს - ახლა დადგა გახარიას მხილების დროო. შეთქმულების თეორიაც ამას ჰქვია", - აღნიშნავს სოზარ სუბარი.


მიხეილ დაუშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ გიული ალასანია დასჭირდა, რომ გიორგი გახარიას ებრძოლოს და ამ მხრივ რაღაც ახალ მწვერვალებს იპყრობს".