გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა

14-01-2023

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონიალები გაიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე.


 ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს.


საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება.