გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დიმიტრი ხუნდაძე ვენდანტ პატელის განცხადებაზე: მიმდინარეობს ბრძოლა უცხოეთიდან საქართველოზე სრული საავტორო უფლებების ასაღებად

14-01-2023

საქართველოს პარლამენტის წევრი და მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსის მოადგილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სააკაშვილის ირგვლივ ატეხილი ასეთი აჟიოტაჟი სერიოზულ კითხვებს ბადებს და ეს ეჭვები დღითიდღე იზრდება.


„უცხოეთიდან თამაშის ორმაგი სტანდარტები მალე შეიძლება სამმაგად იქცეს. ვითარება წესებს აღარ ექვემდებარება. მიხეილ სააკაშვილის  ჯანმრთელობის ირგვლივ შექმნილი ასეთი აჟიოტაჟი სერიოზულ კითხვებს ბადებს და ეჭვებს ზრდის. 


მიუხედავად იმისა,  რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის  შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის, ჩვენ მაინც ვისმენთ  მათ  „ღრმა შეშფოთებულ“ განცხადებებს. 


რას მივაწეროთ სააკაშვილის ირგვლივ ატეხილი ასეთი საეჭვო აჟიოტაჟი? ხომ არ არის ამის საფუძველი გარკვეული შიში ან თავად სააკაშვილის მხრიდან ერთგვარი შანტაჟი ყოფილი პარტნიორებისადმი? ან კიდევ სხვა უფრო მნიშვნელოვანი მიზანი? რისი ეშინიათ ასე ძალიან ან რისთვის იყენებენ სააკაშვილის ფაქტორს?  


ცხადია, ამ შესაძლო ჟანტაჟის გარდა, მიშა საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის საშუალებაა.  ეს პრესი კიდევ უფრო  გაიზრდება, რაც მეტად დაიძაბება ბრძოლის ველზე სიტუაცია და გაიზრდება საქართველოს ომში ჩართვის საჭიროება  დიდი ომის სასურველი შედეგით დასრულებისთვის.

უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგების გათვალისწინებით, პრესი საქართველოზე იზრდება. ამას ემატება მოახლოებული 2024 წელი და ბრძოლა ხელისუფლებისთვის, ანუ უცხოეთიდან საქართველოზე სრული „საავტორო უფლებების“ ასაღებად. 


რუსეთისგან სისხლიანი  გამოხსნის შემდეგ, მისცემს თუ არა ამ უფლებებს ქართველი ხალხი კიდევ ვინმე სხვას, ამას სწორედ მოახლოებული არჩევნები გადაწყვეტს. მანამდე კი, როგორც ჩანს, არაერთხელ  მოგვიწევს პარტნიორული უფლებების ხმამაღალი განმარტება.


ჩვენ კი, საჭიროა გამძლეობა გამოვიჩინოთ ახლა, ვიდრე შემდეგ იძულებით ჩართულ ომში“, - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.