გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო დროშა არის ჩვენი ისტორიის, დაუმარცხებელი სულის და ეროვნული ღირსების ნიშანი

14-01-2023

,,14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა! ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, ვინც სამშობლოსთან ერთად საქართველოს სახელმწიფო დროშას სწირავდა ყველაზე ძვირფასს - საკუთარ სიცოცხლეს!”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს სახელმწიფო დროშა არის ჩვენი ისტორიის, დაუმარცხებელი სულის და ეროვნული ღირსების ნიშანი!

 

,,14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა! ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, ვინც სამშობლოსთან ერთად საქართველოს სახელმწიფო დროშას სწირავდა ყველაზე ძვირფასს - საკუთარ სიცოცხლეს, რადგან მომავალმა თაობებმა ამაყად აღმართონ და დაიცვან ჩვენი სახელმწიფოებრიობის ეს უმთავრესი სიმბოლო!

 

სახელმწიფო დროშა არის ჩვენი ისტორიის, დაუმარცხებელი სულის და ეროვნული ღირსების ნიშანი! ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დაე, ხუთჯვრიან დროშას ამაყად ეფრიალოს გაერთიანებულ საქართველოში!” - წერს პაპუაშვილი.