გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები გაეცნენ

16-01-2023

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები გაეცნენ.


ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებმა ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და სურსათის კვლევის დეპარტამენტები დაათვალიერეს.


სტუდენტებმა უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიების მუშაობის სპეციფიკის, სამუშაო პროცესისა და კვლევების შესახებ სპეციალისტებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.


სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან; თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკული მეცადინეობები გაიარონ.