გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გურამ მაჭარაშვილი: როგორც ჩანს, პატიმარმა სააკაშვილმა მუქარის ტონი გააძლიერა, თავის პატრონებს დაემუქრა, რომ თუ არ გაათავისუფლებენ, ალაპარაკდება, როგორც ოქროს მოწმე 2008 წლის ომზე, ასევე - საქართველოში მის შემოყვანაზე

16-01-2023

„როგორც ჩანს, პატიმარმა სააკაშვილმა მუქარის ტონი გააძლიერა და თავის პატრონებს დაემუქრა, რომ თუ არ გაათავისუფლებენ, მტკიცებულებებს წარადგენს და ალაპარაკებდა როგორც ოქროს მოწმე, როგორც 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ისე - საქართველოში მის შემოყვანასთან დაკავშირებით, - აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი.


მისივე თქმით, „სააკაშვილის პატრონებისთვის, დღის წესრიგში დადგა, რომ ის, როგორც ოქროს მოწმე, გააჩუმონ“. 


„გაჩუმების სხვადასხვა ხერხი არსებობს. შესაბამისად, გვინდა, ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოვუწოდოთ. ბუნებრივია, თუ მისი პატრონები საფრთხეს დაინახავენ, რომ ოქროს მოწმე შეიძლება ალაპარაკდეს, შესაძლოა, მისი მოშორების გადაწყვეტილება მიიღონ“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.