გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სასწრაფო დახმარების ექიმები და მძღოლები მორიგ საპროტესტო აქციას გამართავენ

16-01-2023

მიმდინარე წლის 17 იანვარს, 12:00 საათზე სასწრაფო დახმარების ექიმები და მძღოლები, მედიცინისა და ტრანსპორტის პროფკავშირის მხარდაჭერით, სსიპ საგანგებო სიტუაციების   კოორდინაციისა   და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობასთან მორიგ აქციას გამართავენ.


საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია: სახელფასო ანაზღაურების მატება, შრომითი პირობების გაუმჯობესება და ხელმძღვანელი პირების თანამდებობიდან გათავისუფლება.