გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შპს ,,RMG Gold"-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

16-01-2023

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს ,,RMG Gold"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


მემორანდუმის მიზანია, ურთიერთთანამშრომლობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახებისთვის სათანადო ცხოვრების პირობებისა და კეთილდღეობისათვის მყარი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლის შექმნის ხელშეწყობა.


მემორანდუმის საფუძველზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და შპს ,,RMG Gold"თანხმდებიან, მჭიდროდ ითანამშრომლონ ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთა კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, გადამზადების, დასაქმების, სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული დახმარებებით უზრუნველყოფის, ვეტერანთა სფეროსა და სამსახურის ინსტიტუციური განვითარების საკითხებზე.


მემორანდუმს, ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და შპს ,,RMG Gold"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა,ჯონდო შუბითიძემ მოაწერეს.


აღსანიშნავია, რომ ,RMG Gold"-ში, დღევანდელი მონაცემებით, 100-ზე მეტი ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანია დასაქმებული.
მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.