გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლაბორატორიის სპეციალისტებმა, ტესტირება წარმატებით გაიარეს

17-01-2023

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის სპეციალისტებმა, საერთაშორისო პროფესიულ ტესტირება წარმატებით გაიარეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 


უწყების ცნობით, ტესტირება ეხებოდა: კოაგულასა დადებითი სტაფილოკოკის აღმოჩენა რძის ფხვნილში.


საკვალიფიკაციო ტესტირების მიზანია, დაამტკიცოს, რომ ლაბორატორიას შეუძლია კოაგულასა დადებითი სტაფილოკოკის იდენტიფიკაცია, რაც სურსათის კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტებმა 100%-ით შეასრულეს.


პროფესიული კომპეტენციის ტესტირება სურსათის ანალიზის შესრულების შეფასების ორგანოს (FAPAS) მიერ ჩატარდა.


მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის პერსონალი ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიულ საკვალიფიკაციო ტესტირებებს.


დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული კვლევების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე.