გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი სტაბილური საბაზრო ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა პარტნიორებთან ახალი ურთიერთობების დამყარებისთვის უხვ შესაძლებლობას იძლევა

17-01-2023

კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორთან მანსურ ბინ იბრაჰიმ ალ მაჰმუდთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს სტაბილური საბაზრო ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა პარტნიორებთან ახალი ურთიერთობების დამყარებისთვის უხვ შესაძლებლობას იძლევა.


"ნაყოფიერი საუბარი მქონდა კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორთან მანსურ ბინ იბრაჰიმ ალ მაჰმუდთან.


განვიხილეთ საქართველოს ბიზნეს პარტნიორობის პოტენციალი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ჩვენი სტაბილური საბაზრო ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა პარტნიორებთან ახალი ურთიერთობების დამყარებისთვის უხვ შესაძლებლობას იძლევა",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.