გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ეკა სეფაშვილი: გასაკვირი არაა, რომ სააკაშვილმა სავარაუდოდ კორუფციული გარიგებებით შეძენილი არადეკლარირებული ქონება თავის შვილს გადასცა

17-01-2023

გასაკვირი არაფერია იმაში, რომ სააკაშვილმა სავარაუდოდ კორუფციული გარიგებებით შეძენილი არადეკლარირებული ქონება თავის შვილს გადასცა, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი „ქრონიკის“ მიერ მოპოვებულ ექსკლუზივს, რომლის თანახმადაც, გიული ალასანიამ, მიხეილ სააკაშვილის ნოტარიული თანხმობით, ძვირადღირებული ბინა კიევის ცენტრში და დიდი ოდენობით თანხა, სააკაშვილისა და ლიზა იასკოს შვილს, ჟასმინ იასკოს გადაუფორმა.


ეკა სეფაშვილი არ გამორიცხავს, სააკაშვილს კორუფციული გარიგებებით შეძენილი სხვა არადეკლარირებული ქონებებიც ჰქონდეს.


„ცხადია, ქონება, რომელიც დეკლარირებული არ იყო, ალბათ კორუფციული გარიგებების საფუძველზე იყო შეძენილი. ერთ-ერთი საკითხი, რომლის გამოც ქართული მართლმსაჯულება მიხეილ სააკაშვილს ედავება, სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების არამიზნობრივად განკარგვაა - საკითხი ეხება პირადი, კოსმეტიკური თუ სხვა ტიპის პროცედურებისთვის თანხების გამოყენებას, ასევე - ბიუჯეტის ხარჯზე, შვილის სწავლის დაფინანსებას.

ასე რომ, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ მას არადეკლარირებული ქონება აქვს, რომელიც თავის შვილს გადასცა. ალბათ, კიდევ აქვს სხვა არადეკლარირებული და დაურეგისტრირებელი ქონება. ასეთი ვარაუდის საფუძველი არსებობს“, - აცხადებს ეკა სეფაშვილი.


სეფაშვილი გიორგი რურუას პოსტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არეულობა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაშია“, ამ პარტიას კიდევ უფრო დაასუსტებს, რაც, თავის მხრივ, ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზმის შემცირებასა და კონსტრუქციული ოპოზიციური ძალების გააქტიურებას გამოიწვევს.


„არეულობა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაშია“, იმ ბინძური მეთოდებით მიმდინარეობს, რომლითაც ისინი ცნობილები არიან - ისინი ამ მეთოდებს იყენებენ საზოგადოებისა და ქვეყნის წინააღმდეგ საბრძოლველად.


მათი მეთოდები მათივე შიდა პარტიული დაპირისპირებისკენაა მიმართული. რომელი ლიდერი გაიმარჯვებს, რა და როგორ იქნება, ეს ნაკლებად საინტერესოა. მთავარი არის ის, რომ ეს პარტია დასუსტდა და ეს საქართველოსთვის კარგია. ეს ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზმის შემცირებასა და კონსტრუქციული ოპოზიციური ძალების გააქტიურებას გამოიწვევს, რაც საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის ცალსახად კარგი იქნება“, - აცხადებს ეკა სეფაშვილი.


სეფაშვილი ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის - არესტოვიჩის განცხადებასაც, რომლის თანახმადაც, დნიპროში მრავალსართულიანი შენობის აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის ამოქმედების შემდეგ მოხდა.


„უკრაინის ხელისუფლებაში, შიდა დაპირისპირება აშკარად სახეზეა. თუ გავიხსენებთ უკრაინის ზოგიერთი მაღალჩინოსნის არამეგობრულ დამოკიდებულებასა და განცხადებებს საქართველოს მიმართ, ასევე მათ წარსულს, რომელიც სიამაყის საგანი ნამდვილად არაა არც მათთვის და არც უკრაინელი ხალხისათვის, მსგავსი დაპირისპირება მოსალოდნელიც იყო - ამაში გასაკვირიც არაფერია. ვფიქრობ, უკრაინელი ხალხი მტყუანსა და მართალს სწორად განსჯის - საქართველო და უკრაინა მოახერხებენ პოლიტიკურ დონეზეც აღადგინონ თბილი და მეგობრული ურთიერთობა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის“, - აცხადებს ეკა სეფაშვილი.