გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

ირაკლი ღარიბაშვილი: შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საქართველოსა და შვეიცარიის წარმატებულ თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ვისაუბრეთ

17-01-2023

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საქართველოსა და შვეიცარიის წარმატებულ თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ვისაუბრეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის მედიატორის როლის შესრულებისთვის შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.


"დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან ალან ბერსესთან. საუბარი შეეხო საქართველოსა და შვეიცარიის წარმატებულ თანამშრომლობას, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს. აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლზე. საქართველოსა და რუსეთს შორის მედიატორის როლის შესრულებისთვის შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე",- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.