გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გადამდგარი ვაჟბატონი ჰამილტონი მორალური დეგრადაციის ნიმუშია - გოგა ხაინდრავა

18-01-2023

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ამერიკის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკის რობერტ ჰამილტონის განცხადებას ეხმაურება, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად საქართველოსთვის შექმნილ გეოპოლიტიკურ რეალობას „ამერიკის ხმასთან“ აფასებს და ამბობს, რომ თბილისის და ნატოს ინტერესებს ახლა ყველაზე მეტად ის შეესაბამება, რომ საქართველომ მეტი ყურადღება დაუთმოს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ნაბიჯები უკან აღარ გადადგას.


გოგა ხაინდრავა პოლკოვნიკ ჰამილტონს მორალური დეგრადაციის ნიმუშს უწოდებს:


„კიდობანში“ ვთქვი და აი, დადასტურება, რომ ეს დაწესებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ სიცრუის და ცილისწამების გავრცელების ბუნაგად გადაიქცა. გადამდგარი ვაჟბატონი ჰამილტონი კი მორალური დეგრადაციის ნიმუშია. რა გაანათა ქრთამმა ჯოჯოხეთი! გხედავთ, ყველას გხედავთ“, - წერს ხაინდრავა ტვიტერზე.