გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან ნიკოლეიშვილი: რას ითხოვთ, რომ მილიონნახევრიან ქალაქში, კორპუსებში იაროს მერიამ და ამოწმოს ლიფტების მდგომარეობა? გეუბნებიან შენი საცხოვრებელი სახლის ლიფტზე, რომელსაც უნდა მოუაროთ და თუ რამე პრობლემა აქვს, მიმართოთ მერიას

18-01-2023

„კახი კალაძე არის პოლიტიკოსთაგან ერთ-ერთი იშვიათთაგანი, რომელიც მუდამ სიმართლეს ამბობს და ამ სიმართლეს ყოველთვის აქვს ჭრა! თქვე დალოცვილებო, ახლა გაიგეთ რომ ლიფტი კორპუსში მცხოვრებთა საკუთრებაა?“- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი წერს.

 

ნიკოლეიშვილი თბილისის მერის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მივხედოთ ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემოა.

 

„კახი კალაძე არის პოლიტიკოსთაგან ერთ-ერთი იშვიათთაგანი, რომელიც მუდამ სიმართლეს ამბობს და ამ სიმართლეს ყოველთვის აქვს ჭრა! თქვე დალოცვილებო, ახლა გაიგეთ რომ ლიფტი კორპუსში მცხოვრებთა საკუთრებაა? თქვენ რომ უნდა მიხედოთ, მოუაროთ, იზრუნოთ მის ფუნქციონირებაზე ეს ახლა გაიგეთ? ვინმემ უარი გითხრათ თანადაფინანსებაზე, ან შეკეთებაზე? არა! რას ითხოვთ ახლა, რომ მილიონნახევრიან ქალაქში, კორპუსებში იაროს მერიამ და ამოწმოს ლიფტების მდგომარეობა? და დღეს თუ კარგია და ხვალ ხარვეზი აქვს, ანუ ყოველ დღე იაროს? სინდისი აღარ გაქვთ? დიახ, ჩვენ უნდა მივხედოთ ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემოა. ვინმემ გთხოვთ ასფალტის დაგება ან განათების ბოძის გარემონტება? გეუბნებიან შენი საცხოვრებელი სახლის ლიფტზე, რომელსაც უნდა მოუაროთ და თუ რამე პრობლემა აქვს, მიმართოთ მერიას! ეს არის ორჯერ ორი ოთხი!“- წერს ნიკოლეიშვილი.