11-07-2018
რუსთაველი მძღოლები უკვე 2 დღეა სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას თუ როგორ დაჯარიმდნენ თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე, კონკრეტულად კი ქვემო ფონიჭალის მონაკვეთზე.
"ასე ნელა არასდროს მივლია, მოვდიოდი ჩვეულებრივად, საერთოდ არ მიჩქარია და უცებ გავიგე რომ დავჯარიმდი 50 ლარით" - აცხადებს ერთერთი მძღოლი.
"ეს რა უბედურებაა, აქ 40-ით როგორ უნდა იარო? ეს არის ჩვეულებრივი ხაფანგი" - წერს კიდევ ერთი მძღოლი.
"ინფო რუსთავმა" გაარკვია რომ, შსს-ს გარე სათვალთვალო კამერა ქვემო ფონიჭალის დასახლების მიმდებარე პერიმეტრზე, დამონტაჟებული. "ჭკვიანი კამერები" აფიქსირებენ ავტომობილის გადაადგილების სიჩქარეს და თუ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდა რომ მძღოლმა დასშვებ (საშუალო) სიჩქარეს 40 კმ/სთ-ს გადააჭარბა ფიქსირდება ავტომობილის ნომერი და მძღოლს ეგზავნება ჯარიმა. აღსანიშნავია რომ ჯარიმა იწერება მას შემდეგ რაც დასაშვებს 15 კმ/სთ-თი გადააჭარბებს ანუ თუ მძღოლი მონაკვეთს 55 კმ/სთ-თი გაივლის.