გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

რატი იონათამიშვილი ლავროვის განცხადებაზე: ყურადღებით დავაკვირდებით ვინ ეცდება განავრცოს აქ ეს საკითხი და ვრცელი სიუჟეტები მიუძღვნას

18-01-2023

„ალტ ინფოს“ წამოწეულ თემას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისთვის "ალტ ინფოს“ მიერ დასმულ კითხვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საინტერესო იქნება ვის რა რეაქცია ექნება და ვინ განავრცობს აქ ამ საკითხს.

 

„ჩვენი საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა, ან რა კითხვას დასვამს მოსკოვში „ალტ ინფოს“ წარმომადგენელი, ან რა პასუხს გასცემს მას ამ კითხვაზე ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება და ჩვენც ყურადღებით დავაკვირდებით ვინ როგორ გამოიყენებს და განავრცობს ამ თემას, როგორც კითხვის დასმას ასევე მასზე პასუხის გაცემას და რა ხანგრძლივობის სიუჟეტებს მიუძღვნიან ამას.

 

მისივე თქმით, გამოვლინდება ვინ არიან საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის მოკავშირეები. „ვფიქრობ, რომ ესეც ერთგვარი ლუსტრაცია იქნება იმის, რომ ძალიან ხშირად ხდება, როდესაც ჰიბრიდული ომის სხვადასხვა ტექნოლოგიებს საქართველოს წინააღმდეგ სინქრონულად იყენებენ ხოლმე ერთის მხრივ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და მერე რადიკალური ოპოზიცია და ნაციონალური მოძრაობა“ - განაცხადა იონათამიშვილმა.