გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

მარიამ ქვრივიშვილი: დარწმუნებული ვარ, გამოფენის შედეგად საქართველოს კიდევ უფრო მეტი ევროპელი ტურისტი ეწვევა

18-01-2023

საქართველო ესპანეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში FITUR-2023 მონაწილეობს. გამოფენას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ესწრებიან. მადრიდის გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 8 ტურისტული კომპანიაა წარდგენილი.


„გამოფენაზე საქართველოსადმი ინტერესი ძალიან დიდია. იმედი გვაქვს, რომ გამოფენის შედეგად ჩვენი ქვეყნის ცნობადობა კიდევ უფრო გაიზრდება და ვნახავთ უფრო მეტ ტურისტს როგორც კონკრეტულად ესპანეთიდან, ისე ევროპის სხვა ქვეყნებიდან," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.


გამოფენის ფარგლებში, ესპანეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს დელეგაცია მართავს შეხვედრებს საერთაშორისო ტურისტული კომპანიების, საერთაშორისო მედიებისა და საკომუნიკაციო სააგენტოების წარმომადგენლებთან. FITUR - 2023-ზე საქართველოს სტენდთან მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეო რგოლები იხილონ და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნონ.


მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე 130-ზე მეტი სახელმწიფოდან 8 ათასზე მეტი კომპანიაა წარდგენილი. FITUR -2023-ს 100 ათასზე მეტი დამთვალიერებელი და ბიზნესის წარმომადგენელი ესწრება.