გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი DP World-ის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

19-01-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წამყვანი საზღვაო ტერმინალის ოპერატორი კომპანიის - DP World-ის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს სულთან აჰმედ ბინ სულეიმს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა პორტებისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარების მიმართულებით საქართველოში არსებულ რესურსებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.


ირაკლი ღარიბაშვილმა სულთან აჰმედ ბინ სულეიმი ქვეყანაში არსებული რესურსებისა და ბიზნესგარემოს უკეთ გასაცნობად საქართველოში მოიწვია.


DP World-ი ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. კომპანიის შემოსავალმა 2021 წელს 10.7 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა. DP World-ს მსოფლიოში 78 მოქმედი საზღვაო და შიდა ტერმინალის პორტფელი აქვს და მასში 56000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.