გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა დრომ გამოსცადა, სანდოობა უმაღლეს დონეზეა, ჩვენ ერთად განხორციელებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული პროექტები

19-01-2023

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ვმუშაობთ აზერბაიჯანთან. რამდენიმე თვის წინ აზერბაიჯანმა დამატებითი დაფინანსება გამოყო ამ პროექტის დასასრულებლად და ეს პროექტი მზად იქნება 2024 წელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, სახელწოდებით „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად".


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა. ორ ქვეყანას განხორციელებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული პროექტები.


„ამ ეტაპზე რკინიგზის წარმადობა არის 25 მილიონი ტონა წელიწადში. ჩვენ ამ ეტაპზე რკინიგზის მოდერნიზაციას ვახორციელებთ. 2024 წლის ბოლოსთვის იქნება დასრულებული და იმ ეტაპისთვის 48 მილიონი ტონა იქნება წარმადობა. ახლა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ვმუშაობთ აზერბაიჯანთან.


რამდენიმე თვის წინ აზერბაიჯანმა დამატებითი დაფინანსება გამოყო ამ პროექტის დასასრულებლად და ეს პროექტი მზად იქნება 2024 წელს. 25 მილიონი ტონა აქედან შემოვა. ამიტომ, ეს ძალიან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებია. აქვე მინდა ვახსენო ურთიერთობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ურთიერთობა დრომ გამოსცადა. სანდოობა უმაღლეს დონეზეა. ჩვენ ერთად განხორციელებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული პროექტები, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენები, ახლა რკინიგზის პროექტი და ბევრი სხვა, რომელიც მომავალში იქნება. ", - განაცხადა პრემიერმა.