გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერი: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში საქართველო არის ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი; ცივი ომის პერიოდში არსებობდა ტერმინი - „ენდე, მაგრამ გადაამოწმე", ეს ნდობა არის აქტუალური, მაგრამ დაემატა ახალი ფრაზა - „არ ენდო, მაგრამ ითან

19-01-2023

რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს, მინდა გითხრათ, რომ საქართველო არის ნამდვილად ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე -„როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეგიონი უნდა გარდაიქმნას მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობებად.


„რაც ბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა არის ნამვილად ჩვენს ინტერესებში, რომ შედგეს სამმხრივი შეხვედრა, იმიტომ რომ ეს რეგიონი გვეკუთვნის ჩვენ, სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს და ჩვენ შეგვიძლია გარდავქმნათ ეს რეგიონი რეგიონალურ შესაძლებლობებად, მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობებად.


ერთი რამ მინდა ვახსენო ასევე - ცივი ომის და საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა ტერმინი ენდე, მაგრამ გადაამოწმე, აი ეს ნდობა არის აქტუალური, მაგრამ დაემატა ახალი ფრაზა, არ ენდო, მაგრამ ითანამშრომლე,"- განაცხადა პრემიერმა.