ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ეკა სეფაშვილი: რეგიონში მშვიდობიანი პლატფორმის შესახებ საქართველოს პრემიერის მიერ წამოყენებული ინიციატივა რეგიონის ყველა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

22-01-2023

რეგიონში მშვიდობიანი პლატფორმის შესახებ საქართველოს პრემიერის მიერ წამოყენებული ინიციატივა რეგიონის ყველა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი.


მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მეთაურის ინიციატივა შემდგომი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას შეუწყობს ხელს.


„ეს ინიციატივა ყველა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებშია. საქართველოს ადრეც შეუსრულებია შუამავლის როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და - საკმაოდ დიდი წარმატებითაც. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც, საქართველო წარმატებით მოახერხებს შუამავლის როლის შესრულებას“, - აცხადებს ეკა სეფაშვილი.