გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

8 თვის ერეკლე დანელიას დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

11-07-2018

აფხაზეთში გმირულად დაღუპული ერეკლე დანელიას შვილიშვილს, 8 თვის ერეკლე დანელიას უმძიმესი დიაგნოზი დაუდგინეს. პატარას მკურნალობას სოლიდური თანხები სჭირდება, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ გააჩნია.

მისი სიცოცხლის გადასარჩენად საერთაშორისო ასოციაციის ‘’დაიცავი შენი წილი სამშობლო’’ ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმიწფო სამსახურის ხელშეწყობით, მიმდინარე წლის 13 ივლისს, 18:30 საათზე, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში (მისამართი ლეონიძის ქ. 11ა) ჩატარდება საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები და მსახიობები: მერაბ სეფაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი, დავით არჩვაძე, ზაზა მამალაძე, ზაზა მესხი, გიორგი მესხი, გიორგი ბახუტაშვილი, ლაშა რამიშვილი, გიორგი პაპკიაური, თორნიკე ყიფიანი, მარიკა ქაცარავა, გიორგი ვარდოსანიძე, ქორეოგრაფიული ანსამბლი’’თბილისი’’, ვოკალური ანსამბლი’’ ღიმილის ბიჭები’’, ჯგუფი‘’ამნეზია’’ და სხვ. საღამოს წაიყვანს ნანკა კალატოზიშვილი. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ვეტერანები, მათი შვილები და შვილიშვილები. მოეწყობა ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მოძრავი გამოფენა ‘სამშობლოსათვის’’,სადაც ასახულია აფხაზეთის ომის დღემდე უცნობი კადრები; ასევე, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ფონდ’’მოლოდინის’’ მუზეუმის ფოტომასალა.
მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ შემდეგ ანგარიშებზე:
GE60BG0000000041739800
GE90TB7320645061100014 
დანიშნულება: ერეკლე დანელიასთვის გამართული საქველმოქმედო კონცერტი
გთხოვთ, შემოგვიერთდეთ, რათა გადავარჩინოთ პატარა ერეკლეს სიცოცხლე! 
ერთად ყველაფერს შევძლებთ!