გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ოთარ შამუგია თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო საქმეთა მინისტრ ვაჰით ქირიშჯის ბერლინში შეხვდა

23-01-2023

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ბერლინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პერსპექტივები განიხილა.


შეხვედრაზე ვაჰით ქირიშჯიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთს საქართველოსთან არა  მხოლოდ მეზობლური, არამედ მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის, მათ შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას. 


როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, საქართველოსთვის თურქეთი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია, რასაც კიდევ მეტად შეუწყო ხელი თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ; ქვეყნებს შორის სავაჭრო  ბრუნვა მზარდია.


„ჩვენი ამოცანაა, საქართველო გახდეს ნეტოექსპორტიორი ქვეყანა. ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო ფერმერებს არაერთი მიმართულებით ეხმარება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. 

     

შეხვედრაზე აღინიშნა,  რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, თურქულ მხარესთან ერთად, თევზჭერის და სატყეო მიმართულებებით თანამშრომლობის მემორანდუმების პროექტზე მუშაობა დაასრულა, რაც მნიშვნელოვანი იქნება ორივე ქვეყნისთვის.