გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ტურიზმს კიდევ საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ 2023 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარების მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს

23-01-2023

ტურიზმს კიდევ საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ 2023 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარების მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.


როგორც მან განაცხადა, 2022 წელს ტურიზმის ნაწილში აღდგენის პროცესი საკმაოდ ძლიერი იყო.


„ჩვენი მოლოდინი გამართლდა. გასულ წელს ტურიზმის აღდგენა საკმაოდ ძლიერი იყო, მიღებულმა შემოსავალმა 3.5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. შემოსავლების ეს მოცულობა 2019 წლის პანდემიამდელ მაჩვენებელს აჭარბებს, რომელიც საქართველოსთვის თავის მხრივ რეკორდული იყო. ტურიზმის ნაწილში აღდგენის პროცესი საკმაოდ ძლიერია. თუმცა, ასევე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რაოდენობრივ ნაწილში ტურისტების რაოდენობის მხრივ, ჯერ კიდევ არ არის დაბრუნებული ტურიზმის მაჩვენებელი იმ რაოდენობას, რა რაოდენობაც პანდემიამდელ პერიოდში იყო. დაახლოებით, 70%-ის ფარგლებშია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ტურიზმს კიდევ საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, რომ 2023 წელს ტურიზმი საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარების მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს. მიმდინარე და მომდევნო წელს ტურიზმის მიმართულებით ქვეყანას, დაახლოებით, 30-40%-იანი ზრდის შესაძლებლობა აქვს. ასევე, პოზიტიურია სტატისტიკა ექსპორტის მიმართულებით, რომელიც გასულ წელს 30%-ზე მეტით გაიზარდა და მნიშვნელოვანი წილი შეიტანა ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.