გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

აფხაზეთში სიმინდის ყანებში კალია გავრცელდა

11-07-2018

აფხაზეთში სიმინდის ყანებში მწვანე კალიაა გავრცელებული. დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ვლადიმერ გერიამ "აფსნიპრესს" განუცხადა, რომ ამის მიზეზი გაჭიანურებული გვალვაა.

მისივე თქმით, ნათესების დაზიანების პირველი ნიშნები 2-3 ივლისს გალის რაიონში გამოვლინდა, რის შემდეგაც მინდვრების ქიმიური შეწამვლა დაიწყო.


„ამ დროისათვის დამუშავებულია 400 ჰექტარამდე მიწის ფართობი და გალის რაიონში მწვანე კალიის გავრცელება შეჩერებულია. თუმცა, რამდენიმე კერა ტყვარჩელის რაიონში დაფიქსირდა. ჩვენ მივაწოდეთ მათ საკმარისი რაოდენობის პესტიციდი ყანების დასამუშავებლად", – თქვა გერიამ.


გარდა კალიისა, ე.წ. მინისტრის ინფორმაციით, კიდევ ერთი მავნებელი მწერი ღეროს ფარვანა გამოვლინდა, რომლის წინააღმდეგაც სხვადსხვა ღონისძიება.

pia