გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

დიმიტრი ხუნდაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ მილევადი პარტიაა, ლიდერები უკვე იქამდე დავიდნენ, რომ მანქანებს, საწვავს, ხელფასსა და გავლენებს ვერ იყოფენ - ეს პროცესი მათთვის ცუდია, მაგრამ ქართული პოლიტიკისთვის სასარგებლოა

24-01-2023

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება მალე ამ პარტიის პოლიტიკური ველიდან გაქრობას გამოიწვევს. ხუნდაძის თქმით, ამით, ქართულ პოლიტიკაში დესტრუქცია დასრულდება.


„ნაციონალური მოძრაობა“ მილევადი პარტიაა და დასასრულს უახლოვდება - ლიდერები უკვე იქამდე დავიდნენ, რომ მანქანებს, საწვავს, ხელფასსა და გავლენებს ვერ იყოფენ. ეს პროცესი მათთვის ცუდია, მაგრამ ქართული პოლიტიკისთვის სასარგებლოა - დესტრუქციას დასასრული ექნება. იმედი მაქვს, ქართულ ოპოზიციურ ველზე გამოჩნდებიან პოლიტიკური ძალები, რომელთა ინტერესი არა მანქანა, ხელფასი და პირადი გავლენა, არამედ ქვეყნის პოლიტიკის სწორად წარმართვა იქნება“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.